პრემიერ-მინისტრი 2020 წლის არჩევნებში უშვებს ალბათობას, რომ კოალიცია შეიქმნას და ამ მიზნით ხელისუფლებამ პარტიებთან ითანამშრომლოს. მამუკა ბახტაძემ ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროპორციულ არჩევნებზე ნულოვანი ბარიერის პირობებში, რა თქმა უნდა, ამის ალბათობა არის გაცილებით მაღალი. მაგრამ 2020 წლის ოქტომბრამდე არის საკმაოდ დიდი დრო დარჩენილი. მე ნაადრევად არ გავაკეთებდი ასეთ დასკვნებს. „ქართული ოცნება“ არასდროს არ ითანამშრომლებს იმ ძალასთან, რომელიც მთელი ბოლო წლების განმავლობაში იყო ორიენტირებული დესტრუქციაზე და იმაზე, რომ როგორმე საქართველო გაეხადათ მძევალი აგრესიული დღის წესრიგისა. გინდა საშინაო და გინდა საგარეო პოლიტიკაში, რომელმაც ძალიან დიდი ტკივილი მიაყენა ქართულ საზოგადოებას და ძალიან დიდი ზიანი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ითანამშრომლებს თუ არა “ქართული ოცნება” “პატრიოტთა ალიანსთან”, მამუკა ბახტაძემ ამ კითხვას თავი აარიდა.