LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნება” წინასაარჩევნო კამპანიაში ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს: ვახტანგ კალოიანი

55
ვახტანგ კალოიანი

„ევროპული საქართველოს“ წევრის ვახტანგ კალოიანის განცხადებით, „ქართული ოცნება“ „მანკიერ პრაქტიკას“ აგრძელებს და წინასაარჩევნო კამპანიაში ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს. ამის შესახებ კალოიანმა ბათუმში, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და წარადგინა ფოტოები, სადაც, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ ადმინისტრაციულ რესურსების გამოყენების ფაქტი ჩანს.

„ქართული ოცნების“ მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება სტანდარტად იქცა. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ეუთო/ოდირის მისია წინა არჩევნებზე ერთ-ერთ ძირითად პრობლემად სახავდა ზღვარის წაშლას სახელმწიფო სტრუქტურებსა და მმართველ პარტიას შორის. სამწუხაროდ, „ოცნება“ დღესაც აგრძელებს ამ მანკიერ პრაქტიკას. ეს არის ერთ-ერთი დასაბუთება იმისა, რომ მუნიციპალური საწარმოს ტრანსპორტი, აღჭურვილობა, პერსონალი ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, გამოიყენება ადმინისტრაციული რესურსი. სამწუხაროდ, ამის ფაქტები უკევ ძალიან ბევრია. „ევროპული საქართველო“ მიადევნებს თვალყურს და არც ერთ მსგავს ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს. ჩვენ გვაქვს ძალიან ეფექტიანი მექანიზმი, რითაც გავაკონტროლებთ ამ საკითხს, ასევე მოვუწოდებ პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, რომელთაც ამ ინფორმაციას მივაწვდით, რომ დროული რეაგირება მოახდინონ, რადგან არჩევნების შემდეგ ლეგიტიმურობის პრობლემა ისევ არ დადგეს და არ გაჩნდეს კითხვები. ყველაფრის მიუხედავად, რასაც „ქართული ოცნება“ ცდილობს და ეცდება, ჩვენ გავიმარჯვებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და საქართველოში მოვა კოალიციური ადგილობრივი თვითმმართველობის დრო, მიუხედავად ხელისუფლების ყველანაირი მცდელობისა, რომ ეს არ მოხდეს“,- განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

magti 5g