LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ხალხის პროტესტი მანიპულაციებით გადაფაროს, თუმცა ამომრჩევლის აქტიურობას წინ ვერავინ დაუდგება – აკაკი ბობოხიძე

44
აკაკი ბობოხიძე

„ქართულ ოცნება“ მანიპულაციებით ცდილობს არჩევნების შედეგის შეცვლას, მაგრამ მოსახლეობის აქტიურობა ამის საშუალებას არ მისცემს.“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანი, აკაკი ბობოხიძე რუსთავის 74-ე უბანზე მომხდარ ინციდენტს.

„უცნაური რამ აქვთ მოფიქრებული, თითქოს მომსვლელების რაოდენობის დასათვლელად სჭირდებათ მომსვლელების სიაში რიგითი ნომრების ამოწერა.”

“სინამდვილეში ამით მოსული ამომრჩევლების კონტროლი ხორციელდება, იმიტომ რომ ნომერი სიაში, მიუხედავად იმისა რომ სახელი და გვარი არ იწერება კომისიის წევრები მიერ, გარეთ არის გამოკრული რომელ ნომერზე რომელი მოქალაქეა რეგისტრირებული. ანუ რეალურად ხდება ამომრჩევლის იდენტიფიცირება თუ ვინ მოვიდა, რომ შემდეგ გაუადვილდეს „ქართულ ოცნებას“ არ მოსულ ამომრჩეველზე ზემოქმედება მოყვანის და ხმის მიცემის თვალსაზრისით.

გიორგი კაპანაძეზე სამწუხაროდ კომისიის თავმჯდომარემ არასამართლიანად გადაწყვიტა, რომ უბანი უნდა დაატოვებინოს კომისიამ. კანონი იძლევა უბნის დატოვების საშუალებას, თუმცა მისი დაკავების და საერთოდ საარჩევნო პროცესის ჩამოშორების არც საფუძველი იყო, არც კანონი ან მისი რომელიმე ინტერპრეტაცია არ იძლევა უფლებას. ბუნებრივია ეს არის ჩვეულებრივი ძალადობა

. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ რამენაირად ხალხის პროტესტი გადაფაროს მანიპულაციებით, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ფაქტია და დადასტურდა, რომ ამომრჩევლის აქტიურობას წინ ვერავინ დაუდგება. თუ ყველა რუსთაველი დღეს მოვა არჩევნებზე, ვინც ქალაქში ფიზიკურად იმყოფება, მე დარწმუნებული ვარ არჩევნების შედეგი იქნება ის, რაც ხალხს სურდა.“ – განაცხადა ბობოხიძემ

შეგახსენებთ, რომ რუსთავის 74-ე უბანზე სამართალდამცავებმა გიორგი კაპანაძე დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g