LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე რუსთავის მოსახლეობას ლიფტებით უფასოდ სარგებლობას ჰპირდება

184
imedinews-55

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე, მისი არჩევის შემთხვევაში, რუსთავის მოსახლეობას ლიფტებით უფასოდ სარგებლობას ჰპირდება.

ამის შესახებ მან დღეს ბრიფინგზე ისაუბრა.

„ჩვენთვის, ყოველთვის მთავარი იყო და დარჩება ის პროექტები, რომლებიც მოსახლეობას ყოველდღიურობას შეუმსუბუქებს და მისცემს ახალ შესაძლებლობას, ვიცხოვროთ ახალ ქალაქში. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქალაქის განვითარების 4-წლიანი გეგმიდან მთავარ მიმართულებებზე საუბარს და მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელიც მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოიკვეთა, არის ლიფტები.

ახალი წლიდან რუსთავში ლიფტებით სარგებლობა უფასო იქნება. ძველი, ამორტიზებული ლიფტების ახლით სრულად ჩანაცვლებამდე, ჩემი მერობის პერიოდში ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა თანხები, რათა ახალი პროგრამის განხორციელება დავიწყოთ. პროგრამას კორპუსის ამხანაგობებთან ერთად განვახორციელებთ და ჩვენ შევძლებთ, რომ ლიფტებისთვის დახარჯული ელექტროენერგიის საფასური, რომლის შეგროვება ხშირად კორპუსის სამეზობლოს უწევს, გადაიხადოს მერიამ. ამ პროგრამის ფარგლებში, ამხანაგობებთან შეთანხმებით, ასევე გავაუქმებთ ხურდის ჩასაყრელ ყუთებს და აქტიურად დავიწყებთ ძველი ამორტიზებული ლიფტების ახლი, ევროპული სტანდარტის მქონე ლიფტებით ჩანაცვლებას. ამისთვის რუსთავში ლიფტების მოვლის სერვისი შეიქმნება და ჩვენ შევძლებთ, რუსთავში სრულად განვაახლოთ ლიფტები. სანამ ამის საშუალება გვექნება, თითოეული რუსთაველი უფასოდ ისარგებლებს თავის კორპუსში არსებული ლიფტით“, – განაცხადა ლაცაბიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g