პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისის წინ სცენას აწყობენ.
სცენის მონტაჟი 11 საათიდან დაიწყეს.
ამ დროისთვის ადგილზე დგას მონიტორი და პარტიის ბანერები.
ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ, სცენაზე მმართველი გუნდის ლიდერები განცხადებებს გააკეთებენ.
შეგᲐხსენებთ, დღეს მერებისა და საკრებულოების მაჟორიტარი წევრების არჩევნების მეორე ტური იმართება.
არჩევნები 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში ტარდება.
საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემის პროცედურა კი 08:00 საათზე დაიწყო.
ცოტა ხნის წინ, მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ 10 საათის მონაცემებით, აქტივობა ძალიან მაღალია და წინა ტურთან შედარებით, თბილისში, ის 5%-ით არის გაზრდილი.
ფოტოები „ფორტუნას“ კორესპონდენტმა ადგილზე გადაიღო.
