LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ქარხანა თვითმფრინავის ნაწილებს 2018 წლიდან გამოუშვებს

77

თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხნის (ATC) ტექნიკური აღჭურვის პროცესი დაიწყო. „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხნის (ATC) მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

„საპარტნიორო ფონდისა“ და მაღალი ტექნოლოგიების მსხვილი საერთაშორისო კომპანია „ელბიტის“ ერთობლივი პროექტით გათვალისწინებული ქარხნის მშენებლობა 2018 წლის ბოლოს დასრულდება. 85 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიით წარმოებას ითვალისწინებს და საერთაშორისო დონის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

„ახალი საწარმო პირველ პროდუქციას 2018 წლის ბოლოს გამოუშვებს. კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნულ ვადაში სამოქალაქო ავიაციის კომპოზიტური დეტალების გამოშვებას გეგმავენ, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე, როგორც ფასით, ასევე ხარისხით, კონკურენტული იქნება. საწარმო, მსოფლიოში ახალ თვითმფრინავებზე მზარდი მოთხოვნისა და საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს გათვალისწინებით, წარმატებული იქნება“, – განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნათია თურნავამ თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხნის (ATC) დათვალიერებისას.

„დღეისათვის კომპანიაში 50 -მდე სპეციალისტია დასაქმებული. 2018 წლისთვის კი ეს რიცხვი 80-ს მიაღწევს. ქარხნის სრულყოფილად ამუშავების შემდეგ 300 სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამ დროისთვის კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების 90 პროცენტზე მეტი საქართველოს მოქალაქეა. ამ ეტაპზე კომპანიის 40-მდე თანამშრომელი ისრაელში გადამზადებას სხვადასხვა მიმართულებით გადის. ტრენინგები ისრაელში პერმანენტულად მიმდინარეობს. საწარმოში მუშაობისთვის საჭირო გამოცდილების შეძენაში მათ კომპანია „ელბიტის“ კვალიფიციური პერსონალი ეხმარება“, – განაცხადა თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხნის (ATC) ფინანსურმა დირექტორმა, მიხეილ ბეგიაშვილმა.

„საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, კომპანია სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილებს კომპოზიტური მასალებისგან ისეთი მსხვილი ავიამწარმოებლებისათვის დაამზადებს, როგორიც Boeing-ი და სხვა ცნობილი ავიამწარმოებლები არიან. ქარხანა სერტიფიცირებული იქნება უმსხვილესი საავიაციო კომპანიების მიერ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g