პარლამენტში „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონპროექტების განხილვას ქართული რაგბის ქომაგები ეხმაურებიან და ამბობენ, რომ გულსატკენია, რაც ახლა ხდება. განცხადება ამის შესახებ „ფეისბუკ“ გვერდზე გამოქვეყნდა.
პოსტის ადრესატი – პარლამენტარი დავით კაჭარავაა.
„დღეს დავით კაჭარავა იმ გუნდის წევრია, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ მიექაჩება.
დღეს დავით კაჭარავა იმ გუნდის წევრია, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ მიექაჩება.
ჩვენ გვეამაყებოდა და ვქომაგობდით, როცა…
Posted by ქართული რაგბი on Tuesday, 7 March 2023
ჩვენ გვეამაყებოდა და ვქომაგობდით, როცა ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა, თუმცა რაც ახლა ხდება, სამარცხვინოა“, – წერენ რაგბის გულშემატკივრები.
უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი აქტიურად ეწინააღმდეგება და საჯაროდ გამოხატავს პოზიციას „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტის შესახებ.
ამავე თემაზე:
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე: ეს კანონპროექტი რუსულ ინტერესებს ეფუძნება და არა ქართულს
