„მთელი ოპოზიცია და საზოგადოება არის ერთად და არ იშურებს ძალას, რომ ამ ხელისუფლებას შეახსენოს, რომ რუსული კანონის მიღება ამ ქვეყნების ინტერესების საწინააღმდეგოა და კარს კეტავს ჩვენი ევროპული მომავლის“, – ეს განცხადება გააკეთა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ პარლამენტში ენმ-ის დეპუტატ, ხატია დეკანოიძესთან და პარტია „ლელოს“ წევრ ანა ნაცვლიშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე.
ხათუნა სამნიძის განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ მმართველ გუნდს საზოგადოების პროტესტზე ადეკვატური რეაქცია ჰქონდეს, პარლამენტში ქმედებებით რუსულ გზას გადიან.
საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდა ანა ნაცვლიშვილმა.
„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ
რა მიზანს ემსახურება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.
„ქართული ოცნება“ ახლა ემზადება იმისთვის, რომ პროცესი გააჭიანუროს და გამოიყენოს მისთვის კარგად ნაცნობი, ბრაზის გადაგორების ტაქტიკა, ნუ მივცემთ მათ ამის საშუალებას. ჩვენ არ გავჩერდებით! არ მივცემთ მათ შესაძლებლობას მშვიდად ისაუბრონ პეპლებზე და ყვავილებზე.
ასევე, მინდა ვთხოვო საზოგადოებას, არ გაჩერდეთ! ბრაზის გადაგორების ტაქტიკა მათ არ უნდა გაუვიდეთ. მათ აქვს კონკრეტული გეგმა როგორ გააჭიანურონ ეს პროცესი“– განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ახლა გაჩერება არ შეიძლება, ან ამ ქვეყანას ვაბარებთ რუსეთს ან არ ვჩერდებით“.
„უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტი 9 მარტს განიხილავს და დაამტკიცებს
„ხუთშაბათს გამოდის ორივე რუსული კანონპროექტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხუთშაბათსაც ყველამ ერთად ავიმაღლოთ ხმა, ახლა გაჩერება არ შეიძლება, ან ამ ქვეყანას ვაბარებთ რუსეთს ან არ ვჩერდებით. ბიუროზე ვერც ერთ კითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარემ პასუხი ვერ გაგვცა.
თითქოს ისტერიაში ყველა, ჩვენც და მთელი მსოფლიოც, თითქოს პროპაგანდაა ის, რომ სტიგმატიზაცია უნდათ ადამიანების. ეშინიათ, ეს არის შიში, როცა ადამიანებს ასე უზღუდავენ გადაადგილებას პარლამენტში. არ გავჩერდეთ, ვიქნებით ყველგან, ვიბრძოლებთ ყველასთან ერთად, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გარეთ არის და ამბობს, რომ უნდა ვისწრაფოდეთ ევროპისკენ და ეს არის რუსული კანონი,”- განაცხადა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, მოქალაქეები დღესაც საკანონმდებლო ორგანოსთან აქციით აპროტესტებენ „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონპროექტებს.
რაც შეეხება უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოში არსებულ ვითარებას, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს პარლამენტში გადაადგილება შეზღუდული აქვთ. ჟურნალისტები დაშვებულნი არიან პარლამენტის სხდომათა დარბაზთან განთავსებულ ფოიეში, თუმცა, მათ არ შეუძლიათ ბიუროს დარბაზთან გადაადგილება. ბიუროს სხდომის დარბაზთან გადაადგილების უფლება მისცეს ანა ნაცვლიშვილს და ხატია დეკანოიძეს, თუმცა, გიორგი ვაშაძეს, გიორგი ბოტკოველს და ანა წითლიძეს ამის საშუალება არ მისცეს.
„მგონია, ფიქრობთ, რომ შაპიტოს დირექტორი ხართ“ – სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს