LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული სამზარეულო ბოლო წლებში უცხოეთში ძალიან წარმატებული გახდა და კარგ კადრებს იქაც ითხოვენ – მერიკო გუბელაძე

180
merikogubeladze20121-2020-12-01_11-03-28_499447

სარესტრონო ბიზნესი კადრების დეფიციტს უჩივის. „საქართველოში ჩვენს სფეროში პროფესიონალი კადრის პოვნა პრობლემაა. პანდემიის დროს ყველა გადაეწყო და ალტერნატიული საარსებო წყარო იპოვა“, – ამის შესახებ BMG- ისთან „შავი ლომის“, „ნინიას ბაღისა“ და კაფე „ლეილას“ დამფუძნებელმა ისაუბრა.

მერიკო გუბელაძის განმარტებით, ამას ემატება ისიც, რომ ქართული სამზარეულო ბოლო წლების განმავლობაში უცხოეთში ძალიან წარმატებული გახდა და კარგ კადრებს იქაც ითხოვენ. „რა თქმა უნდა, ანაზღაურება იქ მეტია და ახალგაზრდებს ცხოვრებისეული გამოცდილების მიღება სურთ. ყველა ევროპაში მიდის,” – დასძინა „შავი ლომის“, „ნინიას ბაღისა“ და კაფე „ლეილას“ დამფუძნებელმა.

მისივე ინფორმაციით, თუ მზარეულს ევროპაში 3 000 ევრო აქვს, საქართველოში ამ პოზიციაზე ხელფასი 1200 ლარიდან იწყება.

ლოს-ანჯელესში არის 13 ქართული რესტორანი და არცერთის მფლობელი არ არის ქართველი, უცხოეთში ქართული რესტორნების გახსნის დიდი პოტენციალი გვაქვს – ქოქიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g