LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოს-ანჯელესში არის 13 ქართული რესტორანი და არცერთის მფლობელი არ არის ქართველი, უცხოეთში ქართული რესტორნების გახსნის დიდი პოტენციალი გვაქვს – ქოქიაშვილი

652
60152719eb34a

მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს საზღვარგარეთ ქართული რესტორნების გახსნის, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვების ზრდასაც, – ამის შესახებ „ბიზნესნიუსის“ ეთერში საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის თანადამფუძნებელმა ლევან ქოქიაშვილმა განაცხადა.

მან ქართული სარესტორნო ბიზნესის პოტენციალზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა ერთ მნიშვნელოვან ტენდენციაზე. „ამ ეტაპზე, მაგალითად, ლოს-ანჯელესში არის 13 ქართული რესტორანი და არცერთის მფლობელი არ არის ქართველი. მათ შეიძლება არც იცოდნენ, რა არის ხარისხიანი ქართული სულგუნი, აჯიკა, ხორბალი – ადგილზე პოულობენ სხვა ქვეყნების რაღაც პროდუქტებს და იმით აკეთებენ ქართულ კერძებს, რაც არ არის სწორი და იტალია მაგით არის განვითარებული მსოფლიოში, რომ მისი პიცა რომ დააგემოვნოთ, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ პიცის ფქვილი“, – ამბობს ლევან ქოქიაშვილი.

მთელ მსოფლიოში ქართული, არტიზანული სახაჭაპურე ქსელი მოეწყობა – საზღვარგარეთ პირველი ობიექტი ნიუ იორკში გაიხსნება

სწორედ, საზღვარგარეთ ქართული სარესტორნო ბიზნესის განვითარების მიზანს ემსახურება არტიზანული სახაჭაპურე ქსელის – „გუნდას“ განვითარებაც. აღსანიშნავია, რომ თბილისში, ივნისიდან „გუნდას“ პირველი ობიექტი იხსნება. „ივნისის თვეში გავხსნით უკვე პირველ ობიექტს თბილისში, მეორე ობიექტს კი შემდეგ წელიწადს – ნიუ იორკში, სადაც ამ ეტაპზე, ფართის ძიებაში ვართ. ვთანამშრომლობთ ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველთან, რომელიც ამ ბიზნესში ძალიან დიდი პოტენციალს ხედავს“, – ამბობს ლევან ქოქიაშვილი.

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის თანადამფუძნებელს ამ პროექტთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს. „ვაპირებთ, „გუნდას“ ობიექტები გავხსნათ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში: ისრაელში, იაპონიაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ეს იქნება პირველი ქსელური, თანამედროვე, არტიზანული სახაჭაპურე და იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ფორმატის პროექტები უფრო ხშირად განხორციელდება“, – აღნიშნა ქოქიაშვილმა.

მიმართვა „იუნესკოს“, გასტრონომიული ელჩი და ხაჭაპურის ფესტივალი – საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია საქმიანობის ანგარიშს საზოგადოებას წარუდგენს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g