LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული სტარტაპი „ჩიკატაი“ ზუთხისებრთა გადასარჩენად საქველმოქმედო აქციას მართავს

259
65216106_2243733308995730_1584428832952156160_n

30 ივნისს, 17:00 საათზე, მთაწმინდის პარკში, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) და ხელნაკეთი მუსიკალური სათამაშოების სტარტაპი „ჩიკატაი“, ურთიერთშეთანხმების გაფორმების აღსანიშნავად და საქართველოში ზუთხისებრთა სახეობების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნითსაქველმოქმედო ღონისძიებას ჩასატარებლად.

ურთიერთშეთანხმების თანახმად, „ჩიკატაი“ მხარს უჭერს“ WWF კავკასიის ოფისის პროექტს – “ზუთხისებრთა კონსერვაციის გაძლიერება საქართველოში“. სტარტაპმა, სპეციალურად დაამზადა ზუთხის ფორმის სათამაშოები, რომელთა გაყიდვით მიღებული მოგება ჩაირიცხება პროექტის მხარდასაჭერად.

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ სათამაშოები და შესაბამისად გახდნენ პროექტის მხარდამჭერები, მოისმონონ WWF-ის თანამშრომლებისა და ამ სახეობის ირგვლივ მომუშავე ექსპერტების მიერ მომზადებული პრეზენტაციები. პატარა სტუმრებს დახვდებათ WWF -ის მეგობრული პანდა,  საბავშვო გასართობი პროგრამა, მუსიკა, Smart Photos და სხვა აქტივობები. მთაწმინდის პარკთან ერთად, ღონისძიებას ასევე მხარს უჭერენ National Geographic, FFI Georgia და შესაბამისი საინფორმაციო მასალით იქნებიან წარმოდგენილი.

ზუთხისებრთა სახეობები, ჩვენი პლანეტის უძველესი ბინადრები არიან. ისინი დაახლოებით 245 მილიონი წლის წინ არსებობდნენ დედამიწაზე, ჯერ კიდევ დინოზავრების დროიდან. ზუთხებმა ბევრი სირთულე გადალახეს და დინოზავრებისგან განსხვავებით, ჩვენ დრომდე მოაღწიეს, თუმცა, დღეს გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ და საზოგადოების დახმარებას საჭიროებენ.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები