LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული წარმოების მატრასები აშშ-სა და გერმანიაში იყიდება

167
189239172-4078644528891842-6993899295782987739-n

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი კომპანიის „როიალ-ჯორჯიას“ საწარმოს ესტუმრა და საწარმოო პროცესს გაეცნო.

„როიალ ჯორჯია“ სხვადასხვა სახეობის ორთოპედიულ მატრასებსა და ბალიშებს აწარმოებს, რომელთა რეალიზაცია ხდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

„როიალ – ჯორჯიას“ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო პირობებით 5,363 კვ.მ. ფართობის მიწა გადასცა, ხოლო 2020 წელს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით საწარმოს ტექნოლოგიური განახლება განხორციელდა.

ნათია თურნავა გაეცნო ახალ საწარმოო ხაზებს, რომლებიც საწარმოში პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით დამონტაჟდა. ამან საშუალება მისცა კომპანიას, უარი ეთქვა ნედლეულის უცხოეთიდან შემოტანაზე და მთლიანი საწარმოო ციკლი ადგილობრივი პროდუქციით შეევსო.

საწარმოში 3,7 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან. კომპანიაში დასაქმებულია 50 ადამიანი, ხოლო წარმოებული პროდუქცია, საქართველოს გარდა, იყიდება აშშ – ში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და გერმანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g