LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ზღაპრული სათამაშოები, რომელიც გია ყანჩელის უკვდავი ჰანგების მუსიკით იქმნება (ვიდეო)

520
ს

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ კამპანიის „ქართულია და კარგიას“ ფარგლებში, საზოგადოებას კიდევ ერთ გამორჩეულ ქართულ ბრენდს – „ჩიკატაის“ აცნობს.

„ჩიკატაის“ ზღაპრულ სათამაშოებს თამარ ბუიგლიშვილი გია ყანჩელის უკვდავი ჰანგების მუსიკით ქმნის. სათამაშოები ნატურალური მასალით მზადდება.

„ჩიკატაი“ არის წერო, რომელსაც სჯერა, რომ ყველაფერი გენიალური მუსიკით იწყება და სწორედ ამიტომ, პირველ ჰანგებს ჩვენს ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს!

„ჩიკატაი“ განსაკუთრებული წეროა, განსაკუთრებული მისიით: ის ბავშვებისთვის მუსიკალურ სათამაშოებს ქმნის, აქვე, საქართველოში, რომლებიც ყველასათვის საყვარელი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის, მელოდიას უკრავენ – „ვალსი მიმინოდან“ (ასევე ცნობილი, როგორც “ყვითელი ფოთლები”).

და კიდევ, რაც ყველა პატარასთვის მნიშვნელოვანია – სათამაშოები იქმნება დიდი სიყვარულით, ანტიალერგიული და ნატურალური მასალებისგან!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g