LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულმა კომპანიამ იაპონია კივით, ჩინეთი კი ასკილით მოამარაგა

89
93109073-902719380157810-8576062161166532608-o

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ საზოგადოებას კომპანია Georgias Natural Organic-ს აცნობს. სააგენტოს ცნობით, ეს არის კომპანია, რომელიც ქმნის პრემიუმ ხარისხის „ორგანული კატეგორიის“ ხილის, კენკრის და ბოსტნეულისგან დამზადებულ ბოთლირებულ და ნახევარფაბრიკატ პროდუქტებს.

2018 წელს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, კომპანიამ მაღალტექნოლოგიური ახალი საწარმოს აშენება და არსებულის სრული გადაიარაღება შეძლო. პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, Georgias Natural Organic-მა 2020 წელს იაპონიაში ქართული კივის, ხოლო ჩინეთში მშრალი ასკილის ექსპორტი განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით სხვა ქართულ ბრენდებთან ერთად, კომპანიამ Gulfood Trade Show 2021 გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობისა და კომერციის უდიდეს ცენტრს წარმოადგენს. მას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან წლიურად 100 000-მდე ვიზიტორი სტუმრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები