პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა ზესტაფონში ამომრჩეველს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე წარუდგინეს.
მერობის კანდიდატი დავით სერგეენკომ და არჩილ თალაკვაძემ წარადგინეს.
როგორც გიორგი გოგლიჩიძემ ღონისძიებაზე განაცხადა, წელს ზესტაფონში უპრეცედენტო პროექტები განხორციელდება.
“ძალიან მალე თქვენ ნახავთ, რა შეუძლია გუნდს და ერთობას. მინდა, მადლობა გადავუხადო გუნდს, რომელმაც წარმადგინა. 19 მაისი იქნება ჯანსაღი ურთიერთობების დასაწყისი. თითოეული თქვენგანის თანადგომით მივიღე ეს გადაწყვეტილება,” – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ წარდგენაზე.