სოციალურ ქსელში ცნობილმა წყვილმა, ინფლუენსერმა თეონა ჩაჩუამ და მისმა მეუღლემ, გიორგი დანელიამ ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნავენ, რომ მათ კორონავირუსი დაუდასტურდათ.
როგორც ირკვევა კორონავირუსი დაუდასტურდა მათ მცირეწლოვან შვილსაც.
„ყველას გვგონია, რომ ეს ყველაფერი სადღაც სხვაგან ხდება. თურმე არა, ამ წამს ჩემს თავს ხდება. 2-დღიანი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ ამაზე გვესაუბრა და მინიმუმ დავხმარებოდით სხვებს გაეაზრებინათ რისკი და უსაფრთხოების ზომების დაცვის აუცილებლობა“,- წერს გიორგი დანელია სოციალურ ქსელში.