LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველ ქალბატონს ესპანელი ოჯახი „ტიკ ტოკზე“ ატვირთული ვიდეოს გამო უჩივის

533
georgianwoman

ჟურნალ „გზის“ ცნობით, ქართველ ქალბატონს, მარიამს, რომელიც ესპანეთში 85 წლის მოხუცებულის მომვლელად მუშაობს, მისივე დამქირავებელი სასამართლოში „ტიკ ტოკზე“ ატვირთული ვიდეოს გამო უჩივის.

ერთი შეხედვით უწყინარი ვიდეო ანნა როდრიგესის ოჯახმა მათი უხუცესის შეურაცხყოფად მიიჩნია:

„ვიდეო შემთხვევით, „ტიკ ტოკზე“ სქროლვისას ნახა ჩემმა შვილმა და სასწრაფოდ გამოგვიგზავნა მე და ჩემს და-ძმას. ამ ვიდეოში დედა ჩვენთვის გაუგებარი მუსიკაზე, დამხმარე ქალბატონთან, მარიამთან ერთად ცეკვავდა. ვიდეოს ძალიან ბევრი ნახვა და მოწონება ჰქონდა. იმ წუთას მოვახდინეთ რეაგირება, მისი გვერდი გადავამოწმეთ და კიდევ ერთი ვიდეო იყო ატვირთული დედასი, რამაც ძალიან გაგვაბრაზა…

როდესაც შენს 85 წლის დედას, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, აბარებ ქალს და მშვიდად ხარ, ფიქრობ – ის საიმედო ხელშია და ამ დროს აღმოაჩენ, რომ გართობის ობიექტია, ძალიან გასაბრაზებელია. ჩვენ ამ ქალბატონების დაქირავებაში დიდ თანხას ვიხდით, ოღონდ არა იმისთვის, რომ მათ ვიდეოები გადაიღონ“, აღნიშნავს ანნა როდრიგესი ჟურნალ„ გზასთან“ საუბრისას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g