LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველები ლეგალურად დასაქმებას კიდევ რამდენიმე ქვეყანაში შეძლებენ

455
maxresdefault

საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების კუთხით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბულგარეთთან და საფრანგეთთანაც, – საკითხზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ ისაუბრა. მისივე თქმით, ორივე მიმართულებით მუშაობა გრძელდება, თუმცა პროცესები უკრაინაში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა დროებით შეაფერხა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ბულგარეთის შემთხვევაში ქართული მხარე მათგან შესაბამის ვაკანსიებს უკვე ელოდება. „პილოტის სახით ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ლეგალური დასაქმების პროგრამის მექანიზმს ავაწყობთ უკვე საფრანგეთისთვისაც. ოღონდ ეს იქნება მცირე რაოდენობა ვაკანსიების და შევხედავთ როგორ ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები ამით. პარალელურად რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, მათ შორის ერთ-ერთი კვიპროსია”- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია.

აღსანიშნავია, რომ ბულგარეთის, საფრანგეთისა და კვიპროსის გარდა, ამჟამად, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს მოქალაქეების გადამზადება ისრაელში ლეგალურად დასაქმების მიზნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g