საქართველოში უამრავი უცნაური რამ ხდება, ამიტომაც ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუკი ფილარმონიის წინ ქართველები მსოფლიო რეკორდის დამყარებას მოინდომებენ… ყველაზე გრძელი სელფის ჯაჭვის შექმნაში.
„ჩაები რეკორდში, შეავსე სელფი ჯაჭვი“ – მოგვიწოდებენ ღონისძიების ორგანიზატორები. შესაბამისად, 7 ნოემბერს, 11 საათზე, ყველა მსურველს და სელფომანს შეუძლია მონაწილეობის მიღება რეკორდის გაუმჯობესებაში.
პროცედურა კი ამგვარია – ერთ რიგად ჩამწკრივებული მონაწილეები, ერთმანეთის მიყოლებით გადაიღებენ ინდივიდუალურ ფოტოს, შემდეგ კი მობილურს უკან მდგომ ადამიანს გადააწვდიან და ასე გაგრძელდება, სანამ რიგში მდგომი უკანასკნელი ადამიანიც არ გადაიღებს სელფის.
რაც შეეხება რეკორდს, ყველაზე გრძელი სელფი ჯაჭვი ჯერჯერობით რამდენიმე წლის წინ, მექსიკაში გაკეთდა. იქ 756 სელფის მოყვარული შეიკრიბა…