LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველებმა უნდა იმოგზაურონ ყველგან, მაგრამ ისინი ოცნებობენ ელდორადოზე – საფრანგეთის შს მინისტრი

131
1557475547-gaxaria-krsit-1024x639

საფრანგეთის შს მინისტრი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება მთავარ გამოწვევად  საქართველოდან გაზრდილ უკანონო მიგრაციას ასახელებს,  თუმცა ამბობს, რომ ჯერჯერობით შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე საუბარი არ არის.

საქართველო არის დინამიური ქვეყანა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საქართველოდან ერთგვარი ანომალიაა, საფრანგეთს პრაქტიკულად არ შეუძლია, რეალურად მიიღოს ყველა, ვისაც სჭირდება დაცვა“ – თქვა კრისტოფ კასტერმა

მისივე განცხადებით, საფრანგეთი საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად მუშაობს ამ პრობლემის მოგვარებაზე და საქართველოს მოქალაქეებისთვის ადვილი აღარ იქნება საფრანგეთში თავშესაფრის მიღება.

უფრო მეტიც, საფრანგეთის შს მინისტრი ამბობს, რომ მისი ქვეყანა საქართველოდან სამედიცინო დახმარების მიზნით ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ დოსიეების შესწავლის შემდეგ მიიღებს.

„ზოგიერთი ადამიანი სამედიცინო თვალსაზრისით ჩამოდის საფრანგეთში, გარკვეული პათოლოგიების გამო, თუმცა, საქართველოშიც შეუძლიათ მათ მიიღონ შესაბამისი მკურნალობა. თავშესაფრის მომთხოვნთა დოსიების განხილვა ჩვენი თანამშრომლობის პროცესს კიდევ უფრო გააღრმავებს. რა თქმა უნდა, ამას დიდი ადამიანური და სოციალური პრობლემებიც უდგას გვერდით, რადგან ადამიანები ტოვებენ თავიანთ სამშობლოს გარკვეული იმედით და ისინი უნდა დაბრუნდნენ უკან.

მოხარული ვარ, რომ ჩვენს შორის ასეთი ნაყოფიერი თანამშრომლობა და საუბარი მიმდინარეობს, ჩვენ ერთად უნდა ვებრძოლოთ არაკანონიერ ემიგრაციას. ვისაუბრეთ, რომ ყოველთვიურად მოხდეს ინფორმაციების ურთიერთგაცვლა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთპატივისცემას ამ თანამშრომლობაში, რათა შეწყდეს არაკანონიერი ემიგრაციის წყარო. უფრო მეტად უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთობები და გავაღრმაოთ ისინი. ჩვენს შორის არსებობს ძალიან კარგი ურთიერთობები და კიდევ ერთხელ მადლობა ამ მასპინძლობისთვის და ნაყოფიერი მუშაობისთვის“, – განაცხადა კარისტოფ კასტანერმა.

კასტანერი ამბობს, რომ საქართველო საომარ მდგომარეობაში არ იმყოფება, რომ თავშესაფრის მაძიებელთა დაკმაყოფილება მოხდეს,  სხვადასხვა დაავადებების მქონე პაციენტებს კი საქართველოშიც შეუძლიათ სამედიცინო დახმარების მიღება.

„საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, ქვეყანა, სადაც არ არის ომი და მიიჩნევა მშვიდობიან ქვეყანად. ქართველებმა უნდა იმოგზაურონ ყველგან, მათ შორის, საფრანგეთში, მაგრამ ისინი ოცნებობენ ელდორადოზე და ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთში არ ხვდებათ ის პირობები, რომელზეც ოცნებობდნენ. გამოიხატა სურვილი ორივე მხრიდან, რომ ვებრძოლოთ უკანონო თავშესაფრის მაძიებლებს. ეს არის დიდი თავის ტკივილი საფრანგეთის მთავრობისთვის და საფრანგეთის მოქალაქეებისთვის.  არ არის ნორმალური, რომ საქართველო პირველი იყოს ამჟამად თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობის თვალსაზრისით, – განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა.

 

ვიზიტის ფარგლებში, კრისტოფ კასტანერი პრემიერს, პრეზიდენტს და იუსტიციის მინისტრსაც შეხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g