ისრაელში სამდღიან სემინარზე იმყოფებიან ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები კახი კახიაშვილი, გიორგი ასანიძე და ლაშა ტალახაძე. დიდი პატივი და მეგობრობის გამოხატვის კიდევ ერთი ნიშანი ჩვენი ებრაელი მეგობრებისგან. ჩვენი ჩემპიონები აღნიშნული სემინარის დროს მთელ თავის ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ მასპინძლებს.
პარალელურად, ჩემპიონები ლეგენდარულ კლუბ “მაკაბის” კომპლექსშიც მოხვდნენ. უფრო დაწვრილებით აღნიშნული ვიზიტის შესახებ უახლოეს დღეებში ვისაუბრებთ.