LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი დედებისა და მათი შვილების სტილი „ვოგის“ ფურცლებზე

573

„ვოგის“ ოფიციალური საიტი აქტიურად აშუქებს თბილისში მიმდინარე მერსედეს ბენცის მოდის კვირეულს. რამდენიმე კოლექცია პრესტიჟული გამოცემის ვებგვერდზე მოხვდა.

გარდა ამისა, „ვოგმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ქართველი მოდური დედიკოებისა და მათი შვილების სტილს მიუძღვნა შესაბამისი ფოტოებით.

ნინო ელიავა და გიო, 17 თვის – „ჩემი ბიჭი ძალიან პატარაა, მაგრამ თავისი მოსაზრებები აქვს. ის უბრალოდ, გიჟდება ახალ წყვილ ფეხსაცმელზე. ლონდონიდან რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი და საჩუქრები ჩამოვუტანე. არანაირი რეაქცია არ ჰქონდა სამოსის დანახვაზე, მაგრამ ყვირილი დაიწყო, როცა ჩექმები დაინახა“- ამბობს „ვოგთან“ საუბრისას ნინო.

ლენკა ციციშვილი და ქეთევანი, 8 წლის – „ცოტა ხნის წინ ჩემი გოგონა შევიდა ჩემს გარდერობში, ჩაძვრა ჩემს სამოსში და მითხრა: „დედა, ეს ყველაფერი ჩემი იქნება, როცა 12 წლის გავხდები?“

ანუკი არეშიძე და მისი შვილები, ბუბუ (6 წლის), ბიბი (4 წლის) და ვაჩე (2 წლის) – „ძალიან რთულია სამი ბიჭის შემოსვა!..“

ანი მოქია და ალექსანდრა, 5 წლის – „ამ ეტაპზე მისი სტილი ძირითადად, შედგება, ქვედაბოლოებისა და მორეული კაბებისგან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g