ქართველი დიზაინერი, მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა, რომლის სამოსსა და აქსესუარებს უამრავი მსოფლიო ვარსკვლავი ატარებს, მათ შორის რიანა, სოლანჟ ნოულზი, ლეიდი გაგა, კორტნი კარდაშიანი…
გიორგი ქებურიამ მცირე ხნის წინ გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნია, როგორც პოპულარული და წარმატებული დიზაინერი წერს, თავად საკმაოდ გაჭირვებული ცხოვრება გამოიარა და დღეს იქ არის, სადაც ყოფნა უნდოდა…
გთავაზობთ გიორგი ქებურია პოსტს:
„რა რთულია წუწუნის მოსმენა, მაგრამ როგორ გინდა არ იწუწუნო, როდესაც ასეთი რთულია ცხოვრება, გუშინ ჩემს წინ შპროტივით გადატენილი მარშრუტკა გაჩერდა და გამახსენდა, მთელი თინეიჯერობა რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მქონდა გატარებული, ჩემი სახლიდან ძალიან შორს იყო სამსახური (ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში ვმუშაობდი მიზერულ ხელფასზე), მაგრამ ხმას არ ვიღებდი, რობოტივით დავდიოდი, ოღონდ ჯიბის ფული მქონოდა ოჯახური გაჭირვებიდან გამომდინარე.
მე მგონი, ღმერთს ძალიან შევეცოდე და წლების მერე ეგ არჩევანი მაინც მომცა, რომ ტაქსიში ვიჯდე, ოდნავ ვითომ მშვიდად, მაგრამ უფრო მეტი საზრუნავით. მაინც ფულზე უნდა ვიფიქრო, ვიშრომო, რომ შემოსავალი მქონდეს ( ვიცი, ჩემს სფეროს ბევრი როგორც ფეხი ფეხზე გადადებულს უყურებთ, რადგან ძირითადად დიზაინერები მდიდარი იჯახის წევრები არიან ლოკალურად და მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, რატომაც არა, it’s ok, ეგენიც შრომობენ, უბრალოდ საწყისია სხვა ), ვიფიქრო, რომ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, შეყვარებულებს, თანამშრომლებს გული არ დავწყვიტო, სათანადო ყურადღება მივაქციო, ფსიქოლოგი ვიყო, ვამშვიდო და გამოცდილება გავუზიარო, რაც გამოვიარე… ოდნავ რო მსუბუქად გაიარონ, რაც მე გამოვიარე.
მოკლედ, თავს არ ვიქებ, უბრალოდ, შრომა ყველაზე მეტად ფასობს და როგორ გინდა, ნერვები დაიტოვო და თან, ადამიანი იყო ამდენი პრობლემის ფონზე. ყველას ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს! ყველას. ამ ყველაფრის ფონზე უიქენდზეც ჩემი თანატოლი ბიჭობა ზის ბირჟაზე და ტელეფონებში ტეტრისებს თამაშობენ,და ერთ „ფეისბუქ“-ფრენდს სუიციდზე ეფიქრება, პერიოდულად სტატუსებს წერს, თუ როგორ მობეზრდა ცხოვრება! რა ასაკშიც უნდა იყოთ, მგონია, ყველა შემთხვევაში ჯერ ძალიან ადრეა პრობლემების სუიციდით მოგვარება“.