ქართველი ხალხი ამ თამაშის წესებს, მართვის ავტორიტარულ, ტოტალიტარულ მეთოდებს არ იღებს, – ამის შესახებ პოეტმა რატი ამაღლობელმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, რეჟიმი შეიძლება იყოს ეგოისტური, ბოროტი, საზარელი, მაგრამ მას ჰქონდეს რაიმე არჩევანი.
„ქართველი ხალხი ამ თამაშის წესებს, მართვის ავტორიტარულ, ტოტალიტარულ მეთოდებს არ იღებს. ჩვენ გყავს ერთმანეთი, ხალხს ეგულება ერთმანეთი. ეს მხარდაჭერა პირდაპირი მნიშვნელობით გამოიხატება ჯაჭვში. 7 ხიდია და ეს ხიდები არის დაკავშირება არამარტო სივრცის, არამედ მომავლის ერთმანეთთან დაკავშირება.
ჯაჭვით ხალხი ეუბნება რეჟიმს, რომ ლეგიტიმაციას არ აძლევს, ისევე როგორც ცივილიზებული სამყარო. თუ არსებობს რაიმე ტიპის გონიერება, უნდა შესმენილი იქნეს, მაგრამ ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ რეჟიმს არა აქვს თავისუფლება. რეჟიმი შეიძლება იყოს ეგოისტური, ბოროტი, საზარელი, მაგრამ მას ჰქონდეს რაიმე არჩევანი. ესენი შებოჭილი არიან ერთი ადამიანის ბოროტი განზრახვებით“, – ამბობს რატი ამაღლობელი.