LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი კონკურსანტის გამოსვლა საბავშვო ევროვიზიაზე [ვიდეო]

evro

საბავშვო ევროვიზია 2018-ის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი, თამარ ედილაშვილი სიმღერით „შენი ხმა“ წარსდგა.

სიმღერის ავტორი სოფო ტოროშელიძეა ტექსტი კი ალექსანდრე ლორთქიფანიძეს ეკუთვნის. სიმღერა კონკურსის შედეგად, 22 კომპოზიციას შორის შეირჩა.

​2018 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ბელარუსი მასპინძლობს. კონკურსში 20 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. საბავშვო ევროვიზიაზე ონლაინ ხმის მიცემა 23 ნოემბერს, 23:00 საათზე დაიწყო. ხმის მიცემის პროცედურა დღეს,  შოუს დაწყების წინ შეწყდა და სცენაზე ყველა კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ, 15 წუთით განახლდება.

კონკურსის გამარჯვებულის გამოსავლენად ონლაინ ხმის მიცემა შესაძლებელია vote.junioreurovision.tv-ის მეშვეობით.

გამარჯვებული კონკურსანტი საერთაშორისო ჟიურის შეფასებისა და ონლაინ ხმის მიცემის შედეგების მიხედვით გამოვლინდება. თითოეული კონკურსანტის ქულების 50 პროცენტს მაყურებლის ხმები, ხოლო მეორე 50 პროცენტს ჟიურის შეფასება განსაზღვრავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები