ხელოვნებათმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სახალისო ამბავს წერს, რომელიც საკუთარ ლექციაზე შეემთხვა. როგორც ლაშა აღნიშნავს, მის ლექციას შვილის მაგივრად დედა დაესწრო…
„სტუდენტის (ბიჭის) დედა მოვიდა ლექციაზე იმის გადასამოწმებლად, ესწრება თუ არა მისი შვილი ლექციებს. გაირკვა, რომ ის აუდიტორიაში არ არის. ითხოვა, თუ შეილება დავჯდები და დაველოდებიო.
რა თქმა უნდა, დავრთე ნება ლექციაზე დასწრების.
შესვენებაზე მეუბნება: ასეთ საინტერესო ლექციას ნორმალური კაცი თუ გააცდენდაო, მერე ქართული თეატრის პრობლემებზე მეკამათა და ახლა ისტერიულად ურეკავს შვილს, რომელიც ეუბნება, რომ ლექციაზეა და ტელეფონს უთიშავს“.