LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი მოჭიდავე რუსულ “ვოისში” აიყვანეს

469

რუსული “ვოისის” მორიგი სეზონი დაიწყო. როგორც ყოველთვის, პროექტის ავტორები ცდილობენ, ქართველი კონკურსანტები მიიზიდონ. მართლია, ჯერჯერობით, პროექტის რამდენიმე სეზონის განმავლობაში, ქართელმა ვერც ერთხელ ვერ გაიმარჯვა, ეს რუსულ შოუბიზნესში ახალბედებისთვის თავის გამოჩენის გზაა… ყველაზე ახლოს გამარჯვებასთან გელა გურალია იყო, რომელიც ფინალში დამარცხდა, მაგრამ რუსეთში კარგი კარიერა აიწყო და მუდმივად გასტროლებზეა.

რუსული “ვოისის” სცენაზე არაერთი ქართველი გვინახავს, მათ შორის აჩი ფურცელაძე და ნოდარ რევია. მათ რიგებს ახლახან თორნიკე კვიტატიანი შეემატა, რომელმაც ჟიურის მოხიბვლა ქართულ სიმღერასთან შეზავებული უცხოური კომპოზიციით გადაწყვიტა.

მას ორი მენტორი შემოუტრიალდა, მათ შორის არ იყო გრეგორი ლეპსი, რომელმაც მოგვიანებით დასძინა, ქართველებს ყველაფერი შეგვიძლიაო.

თორნიკე, როგორც გადაცემაში აღინიშნა, მოსკოველია და თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ოლიმპიური ნაკრების წევრი გახლავთ.

თორნიკემ თავისი არჩევანი დიმა ბილანზე შეაჩერა, რომელმაც ხუმრობით აღნიშნა, რომ ის ბილანიძეა გვარად.

ვნახოთ, რა წარმატებები ექნება თორნიკეს რუსულ “ვოისში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g