ტანტრას სპეციალისტი ნინია ჯოხაძე ქართველ ქალზე და მის შინაგან მდგომარეობაზე სალომე კასრაძის პოდკასთში საუბრობს.
მისი თქმით, ადამიანი ხშირად მომავალზე ფიქრებშია ჩაძირული და ენერგიის ნაწილი „ილუზიაში“ გადადის, რის გამოც, როგორც ის აღნიშნავს, ადამიანი რეალურ მომენტში სრულად ვერ იმყოფება.
„სწორედ „აწი და ახლა“ არის ერთადერთი რეალობა და როდესაც ადამიანი საკუთარ სხეულსა და ემოციებში სრულად არ იმყოფება, იკარგება ცხოვრების ხარისხიც და სიამოვნების განცდაც“, – აღნიშნავს ნინია ჯოხაძე.
მან ასევე ისაუბრა ქართველი ქალის თავისებურებებზე და აღნიშნა, რომ მისი ხედვით ქართველი ქალი სხვა ერების ქალებისგან განსხვავებულია. მისი თქმით, ქართველ ქალში არის ისეთი თვისებები, რაც მას განსაკუთრებულს ხდის, თუმცა ამავდროულად მასში გარკვეული სირთულეებიც იკვეთება.
„ქართველი ქალს ხშირად აკლია სილაღე და სირბილე, ეს ისტორიული გამოცდილებითაც არის განპირობებული, რადგან წარსულში გადარჩენაზე ორიენტირებულმა გარემოებებმა გავლენა მოახდინა“.
ნინია ჯოხაძე მიიჩნევს, რომ დღეს ქართველი ქალი ახალ ეტაპზე გადადის და „იღვიძებს“. როგორც ის ამბობს, ეს არის უფრო მოდუნებული, აყვავებული და სიამოვნებით სავსე ცხოვრებისკენ სვლა.
