LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი სოპრანო თეონა დვალი ქორწინების 3 წლის იუბილეს აღნიშნავს

575
teonadvalinewstp

იტალიაში მცხოვრები ქართველი სოპრანო, თეონა დვალი დაქორწინებიდან სამი წლის იუბილეს აღნიშნავს. თეონამ იტალიელ მეუღლესთან, ჯაკომო რაკუნიოსთან ერთად ქორწილის დღეს გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, წყვილს ქორწილი ჰქონდა როგორც იტალიაში, ასევე თბილისში.

თეონამ სოციალურ ქსელში მეგობრებს ამ დღესთან დაკავშირებული ემოციები გაუზიარა:

„2017 წლის 10 სექტემბერი ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩვენს ცხოვრებაში, რადგან ამ დღეს შევუღლდით. არ მჯერა, რომ უკვე სამი წელი გავიდა! წლები ბედნიერების, ულევი სიხარულის, სითბოსი.. არც კი ვიცი, რა გავაკეთე ისეთი, შენი თავი რომ გამომიგზავნა ღმერთმა! დარწმუნებული ვარ, გველის დაუვიწყარი დღეები პატარა მატილდესთან ერთად და მე ერთი სული მაქვს შენთან ხელჩაკიდებულმა ვიარო მთელი ცხოვრება უსასრულობამდე… გილოცავ ქორწინების იუბილეს  ჩემო სიყვარულო… უზომოდ მიყვარხარ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g