პაატა ბურჭულაძე წერს ქართველი ტენორის, ოთარ ჯორჯიკიას წარმატების შესახებ. ის „ლა სკალას“ სცენაზე გამოვიდა.
გთავაზობთ პაატა ბურჭულაძის პოსტს ამ თემაზე:
„დღეს უბედნიერესი დღე მაქვს და ვფიქრობ, რომ მთელი საქართველოსთვის გამორჩეული ამბავი ხდება ლა სკალას თეატრში. რამდენიმე საათში კიდევ ერთი ქართველი საოპერო მომღერალი ასახელებს ჩვენს ქვეყანას, ანნა ნეტრებკოსა და „ტოსკას“ პრემიერის სხვა ცნობილ სოლისტთა შორის, სცენაზე ქართველი ოთარ ჯორჯიკია იდგება!!!
მიხარია, რომ ფონდი „იავნანა“ ყოველთვის გვერდით ედგა მას, ჩემთვის კი შვილივით არის, გამორჩეული ტალანტის გარდა ის ღირსეული კაცია. მინდა გზა დავულოცო და დიდი წარმატება ვუსურვო ჩვენს საყვარელ ოთოს.“
მოგვიანებით, ოთარმა თავად დაწერა სამადლობელო წერილი სოციალურ ქსელებში იმ მილოცვებისთვის, რომლებიც მიიღო „ლა სკალას“ თეატრში გამოსვლისთვის:
„გუშინ საღამოდან, ვკითხულობ და გულს მითბობს თქვენი, ყველას ასეთი გვერდში დგომა, გამხნევება, კეთილი სურვილები და ჩემი სიხარულის გაზიარება!!!
მომიტევეთ, უკლებლივ ყველას ვერ გაგეცით პასუხი სათითაოდ, მაგრამ აქ გიხდით ყველას უდიდეს მადლობას, გეფერებით და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს!!“.