LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი წყალბურთელები რუმინელებთან დამარცხდნენ

222

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემიონატის C ჯგუფში პირველი შეხვედრა რუმინეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 6:12 (1:2, 3:2, 1:5, 1:3) დამარცხდა.

დღეს, ბელგრადში, “კომბანკ არენაზე” გამართული მატჩის პირველ ნახევარში ჩვენებმა მეტოქეს არაფერი დაუთმეს – შესვენებაზე ანგარიში საყაიმო იყო – 4:4, თუმცა შემდეგ თამაში რუმინელთა უპირატესობით წარიმართა.

საქართველოს შემადგენლობაში გოლები მიხეილ ბაღათურიამ (2), დამირ ცრეპულიამ (2), ზურაბ რურუამ და მარკო ელეზიმ გაიტანეს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფში ასევე არიან იტალია და გერმანია. შემდეგ მატჩს ჩვენები 13 იანვარს გერმანელებთან გამართავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g