უკრაინის დროშის ფერები ბევრი დიზაინერისთვის ინსპირაციის წყაროა. რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, ხელოვანები მთელი მსოფლიოდან ცდილობენ, თავიანთი საქმიანობის ფარგლებში, მხარი დაუჭირონ ქვეყანას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის.
რამდენიმე დღის წინ „ბალენსიაგას“ ჩვენება დემნა გვასალიამ თავისი წაკითხული უკრაინული ლექსით გახსნა, ხოლო უკრაინის დროშის ფერებში შექმნილი ორი კოსტიუმით დახურა.
ახლახან კი კიდევ ერთი ქართველი დიზაინერი, გიორგი ქებურია გამოეხმაურა რუსეთ-უკრაინის ომს. მან უკრაინის დროშის ფერებში ულამაზესი ბეწვის ქუდი შექმნა, რომლის ყიდვაც უკვე შესაძლებელია.
მან ქუდის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: „დიდხანს იცოცხლე, უკრაინა!..„