მილანის მოდის კვირეულზე სხვადასხვა ცნობილი ბრენდის დეფილეებზე ქართველი გოგონების ნამდვილი ცვენა იყო. რამდენიმე სააგენტოს წარმომადგენელი მოდელები ვიხილეთ Ermanno Scervino-ს, Antonio Marras-ის, JilL Sander-ის და სხვათა ახალი კოლექციების ჩვენებებზე.
ნინო ცქიტიშვილის სააგენტოდან Look Models Management მილანის მოდის კვირეულზე გამოვიდნენ სოფია ჭუმბურიძე, მარიშა მაისურაძე და ლიკა რიგვავა.
თაკო ჩხეიძის სააგენტოს წარმომადგენელი ეთო მიგრიაული Antonio Marras-ის ჩვენებაზე ვიხილეთ. ეთო მცირე ხნის წინ Vanity Fair-ისთვის გადაიღეს, მალე კი გამოქვეყნდება მისი ფოტოსესია, რომელიც „ფენდი“-სთვის არის გადაღებული.
კიდევ ერთი წარმატებული ქართველი გოგონაა თათია ახალაია, რომელმაც მილანში მიმდინარე მოდის კვირეულზე მონაწილეობა მიიღო ისეთი ცნობილი ბრენდების ჩვენებებში, როგორებიცაა: DOLCE & GABBANA, Genny, Act N°1 და Aigner. თათია „აი სი მოდელ მენეჯმენტის“ ტოპმოდელი.
ეთო მიგრიაული – Antonio Marras
ლიკა რიგვავა – Jill Sander
ლიკა რიგვავა – Annakiki
სოფო ჭუმბურიძე – Antonio Marras
სოფო ჭუმბურიძე – Marco Rambaldi
მარიშა ურუშაძე – Ermanno Scervino
მარიშა ურუშაძე – Monclair
თათია ახალაია DOLCE & GABBANA, Genny, Act N°1 და Aigner-ისთვის