LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქცევითი გამოწვევების მქონე შშმ პირებისათვის სტომატოლოგიური მომსახურება ანესთეზიით უფასო გახდა

184
PHR

დღეიდან ყველა ქცევითი გამოწვევის და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის ხელმისაწვდომი გახდა უფასო სტომატოლოგიური მომსახურება, ანესთეზიით – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლომ, ორგანიზაციის მოთხოვნის საფუძველზე, ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო.

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

დაევალოს საქართველოს მთავრობას შექმნას ისეთი მექანიზმი (მიიღოს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), რომელიც გამონაკლისის გარეშე, დაუყოვნებლივ, 30-დღიანი მოცდის ვადის გარეშე, დააფინანსებს ყველა შემთხვევას, როდესაც არსებობს ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის ზოგადი ანესთეზიის ე.წ. ნარკოზით სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის საჭიროება“; – ვკითხულობთ ორგანიზაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.
PHR-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მოსამართლემ, დავით წერეთელმა მიიღო, დამატებით ინფორმაციას გადაწყვეტილებაზე კი ორგანიზაცია მოგვიანებით გაავრცელებს.
magti 5g