ქეით ბლანშეტი კანის რიგით 71-ე ცერემონიის მთავარი მასპინძელია. წელს ის ჟიურის თავმჯდომარეა და თითქმის ყველა საკონკურსო ფილმის პრემიერას ესწრება. განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა კინოფესტივალის გახსნის პირველი დღე, სადაც ოსკაროსანი მსახიობი „არმანის“ ულამაზესი შავი კაბით გამოჩნდა. კაბა კი ბლანშეტს 2014 წელს უკვე ეცვა, მაშინ ის „ოქროს გლობუსის“ მფლობელი გახდა ფილმისთვის „ლურჯი ჟასმინი“. საინტერესოა, რომ A-კლასის ვარსკვლავების გამოჩენა ერთი და გივე სამოსში დიდი იშვიათობაა, ამდენად დღეს დასავლური პრესა ქეითის უცნაურ არჩევანზე წერს.
კაბა, რომელიც „არმანის“ მოდის სახლმა 2014 წელს სპეციალურად ქეითისთვის შექმნა, შავი მაქმანებით, ძვირფასი თვლებთა და ულამაზესი ორნამენტებითაა დატვირთული.
A post shared by Eco-Age (@ecoage) on