47 წლის ქეით ბლანშეტი ქალიშვილის დედა დაახლოებით ორი წლის წინ გახდა. ჰოლივუდის მსახიობმა გოგონა, ედიტ აპტონი აიყვანა. ყვითელი პრესის ფურცლებზე ვარსკვლავი შვილთან ერთად არც ისე ხშირად ხვდება. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ამ დღეებში, თეატრ Barrymore-თან მოხდა – მსახიობი სპექტაკლ „საჩუქარზე“, სადაც თავად მონაწილეობდა, შვილიც წაიყვანა.
ოსკაროსან მსახიობს, რომელსაც გოგონა ხელში ეჭირა, ვარდისფერი ნაქსოვი ზედა ეცვა, ქურთუკი და ჩანთა კი ხელში ეჭირა.
გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ბლანშეტი ცდილობს, მინიმალურად ისარგებლოს ძიძის მომსახურებით და შვილებთან ერთად რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს.