LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი „ალესანდრა რიჩის“ ულამაზეს კაბაში, პრინცესა დაიანას საფირონის სამკაულით ბრწყინავდა

109
ქეით მიდლტონი

ლონდონის სამეფო ალბერტ ჰოლში ყოველწლიური ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, რომელიც დიდ ბრიტანეთში კონფლიქტებში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას მიეძღვნა.

წელს ღონისძიებას 43 წლის ქეით მიდლტონი და უფროსი ვაჟი, 12 წლის პრინცი ჯორჯი ესწრებოდნენ. საღამოს სრულიად შავი დრეს-კოდის შესაბამისად, ქეითმა „ალესანდრა რიჩის“ კლასიკური კაბა ჩაიცვა, რომელიც მიდი ქვედაბოლოთი, თეთრი, მაქმანებიანი საყელოთი იყო გაფორმებული. მას საყელოზე HMS Glasgow-ს ბროში და ხელნაკეთი წითელი ყაყაჩო ხსოვნის ოფიციალური სიმბოლო  ეკეთა. ქეითის ანსამბლს ასრულებდა ერთ დროს პრინცესა დაიანას კუთვნილი საფირონის ნიშნობის ბეჭედი.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ჩარლზი და მისი მეუღლე, დედოფალი კამილა, ასევე ედინბურგის ჰერცოგი და ჰერცოგინია. შეკრებილ საზოგადოებას როდ სტიუარტმა სიტყვით მიმართა. მოგვიანებით, უაითჰოლში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წირვა გაიმართა. ცერემონიას ჩარლზი უძღვებოდა, რომელსაც პრინცი უილიამიც დაესწრო.

მელანია ტრამპი და ქეით მიდლტონი საშემოდგომოდ „რალფ ლორენის“ სამოსში გამოეწყვნენ

ქეით მიდლტონის სილამაზით აღფრთოვანებული დონალდ ტრამპის ფოტო ვირუსულად ვრცელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g