უელსის პრინცმა და პრინცესამ თავიანთ „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე ახალი ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნეს. პოსტი ემთხვევა სახელმწიფო ბანკეტს, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და მისი მეუღლის, ბრიჯიტის ვიზიტის პატივსაცემად უინძორის ციხესიმაგრეში გაიმართა.
გალა საღამოსთვის ქეითმა შეარჩია წითელი, „ჟივენშის“ კაბა მოსასხამით და მისი საყვარელი Lover’s Knot დიადემა გარდაცვლილი დედოფალ ელისაბედის საიუველირო კოლექციიდან, რომელიც ერთ დროს პრინცესა დაიანასაც ეკეთა. ლუქი კი პრინცესა დიანას მარგალიტის სამაჯურითა და ბრილიანტის საყურეებით დაასრულა. პრინცმა უილიამმა კლასიკური შავი ფრაკი შეარჩია.
აღსანიშნავია, რომ ქეითმა და უილიამმა მიიღეს მაღალი რანგის ფრანგული ჯილდოები: პრინცი უილიამი გახდა საპატიო ლეგიონის დიდი ოფიცერი, ხოლო ქეითი – დამსახურების ორდენის დიდი ოფიცერი.
ქეით მიდლტონი ულამაზეს თეთრ პიჯაკსა და შლაპაში უინძორის სასახლის ღონისძიებაზე
სამეფო ელეგანტურობა: ქეითის ცისფერმა კაბამ ლონდონში გამართული სამეფო აღლუმი დაჩრდილა





