რამდენიმე დღის წინ გადატანილი გადაუდებელი ოპერაციის შემდეგ, ქეით მიდლტონი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. უელსის პრინცესა კლინიკაში სამი დღის წინ მოათავსეს, ოფიციალურ მიზეზად გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასახელდა. უფრო კონკრეტულად კი, მას მუცლის ღრუში ტკივილები ჰქონდა, რაც გადაუდებელი ოპერაციის მიზეზი გახდა.
ამ დრომდე კლინიკასთან, სადაც პრინცესა იმყოფება, მედიის სრული მობილიზებაა. ცნობილია, რომ მიდლტონი იქ კიდევ 14 დღე დაყოფს. მასთან ერთად იმყოფება პრინცი უილიამი და შვილები. ინფორმაცია ქეითის ჯანმრთელობაზე კენსინგტონის სასახლემ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ქეითი ოფიციალურ მოვალეობებს აპრილის თვიდან დაუბრუნდება.
ქეით მიდლტონი საავადმყოფოში გადაიყვანეს – რა ინფორმაციას ავრცელებს კენსინგტონის სასახლე