პრინცი უილიამი და პრინცესა ქეით მიდლტონი დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით ჩასულ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და მის მეუღლეს, ბრიჯიტ მაკრონს, უინძორში, ნორთჰოლტის საზღვაო საჰაერო ბაზაზე მიეგებნენ.
ოფიციალურ მიღებაზე 43 წლის ქეითი ფრანგული მოდის სახლის „დიორის” კლასიკური ანსამბლით წარდგა და იმიჯი განსაკუთრებული სიმბოლოთი შეავსო. მას დედოფალ ელისაბედის მარგალიტის ყელსაბამი და პრინცესა დიანას მარგალიტის საყურეები ეკეთა, – სამკაული, რომელიც საქორწინო საჩუქრად აქვს მიღებული.
საფრანგეთის პრეზიდენტის პატივსაცემად გამართული მიღება უინძორის ციხესიმაგრეში შედგა, სადაც მიწვეული იყვნენ მეფე ჩარლზი და დედოფალი კამილა.
ქეით მიდლტონი „ჟივენშის“ წითელ კაბასა და პრინცესა დაიანას ცნობილი ტიარით გალა ვახშამზე


