ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი შოტლანდიაში ვიზიტით იმყოფებოდნენ. მეუღლეებმა კომპანია HMS Glasgow-ის ახალი სამხედრო ხომალდის წარდგენის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა, კომპანიის პატრონაჟს 2021 წლიდან ქეით მიდლტონი ეწევა.
ოფიციალური ღონისძიებისთვის ქეითმა საზღვაო სტილის სამოსს მიანიჭა უპირატესობა. ის ბრწყინავდა ,,სუზან ლონდონის” საზღვაო თემატიკის კაბასა და ,,ფილიპ თრეისის” შლაპაში, ხოლო ანსამბლს მან პრინცესა დაიანას მარგალიტის საყურეები შეუხამა.
მიდლტონმა ბორტზე შესვლისას ბოთლი გატეხა, რაც ცერემონიალის ტრადიციაა. მოგვიანებით ის ეკიპაჟის წევრებსა და საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა.
ქეით მიდლტონი „ემილია ვიკსტიდის“ ყვითელ კაბაში „ყვავილების ფესტივალზე“
ქეით მიდლტონი ვიქტორია ბექჰემის ულამაზეს ორეულში დაჯილდოების ცერემონიაზე
ქეით მიდლტონი „ალესანდრა რიჩის“ კოპლებიან კაბასა და ვუალიან შლაპაში



