გამოცემა The Sun წერს, რომ ქეით მიდლტონი სამეფო ოჯახის წევრებს შორის მალე დაწინაურდება. ის ახალ საფეხურზე გადადის, სადაც მისი წოდება უკვე იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე აქამდე. ამ დრომდე პრინცი უილიამის მეუღლეს კემბრიჯის ჰერცოგინია სახელით მოიხსენიებენ. სულ მალე კი მას ეს ტიტული ჩამოერთმევა და უელსის პრინცესის სახელი მიენიჭება.
ეს ფაქტი სიმბოლურია იმდენად, რამდენადაც ამ დრომდე უელსის პრინცესის ტიტული პრინცესა დაიანას ჰქონდა. ლეიდი დის გარდაცვალების შემდეგ, ის პრაქტიკულად გაუქმდა. რაც ეხება პრინც უილიამს, მას უელსის პრინცის წოდება მას შემდეგ მიენიჭება, რაც პრინცი ჩარლზი სამეფო ტახტზე ავა.