უინძორის სასახლეში გაიმართა საზეიმო სახელმწიფო ბანკეტი, რომელიც დიდი ბრიტანეთის ოფიციალური ვიზიტით მყოფ ნიგერიის პრეზიდენტს, ბოლა ტინუბუსა და მის მეუღლეს, ოლურემ ტინუბუს მიეძღვნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამეფო ოჯახის წევრები, მაღალი რანგის ოფიციალური პირები და საერთაშორისო სტუმრები. დამსწრეთა შორის იყვნენ უელსის პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი, მეფე ჩარლზი და დედოფალი კამილა, პრინცესა ანა მეუღლესთან, ვიცე-ადმირალ ტიმ ლოურენსთან ერთად.

განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ქეით მიდლტონის ელეგანტურმა გამოჩენამ. 44 წლის პრინცესამ ღონისძიებაზე ზურმუხტისფერი დახურული კაბა მოირგო დიზაინერ Andrew Gn-ისგან, რომელიც, სავარაუდოდ, ნიგერიის ეროვნული დროშის პატივსაცემად შეირჩა. მის ლუქს ამშვენებდა ცნობილი ტიარა „სიყვარულის კვანძები“, ბრწყინვალე ხელჩანთა და საყურეები, რომლებიც ეკუთვნოდა გარდაცვლილ დედოფალ ელიზაბეტს. პრინცი უილიამი, სამეფო ეტიკეტის შესაბამისად, კლასიკურ შავ ფრაკში და თეთრ ბაფთაში იყო გამოწყობილი, როგორც ეს სახელმწიფო ბანკეტებზეა მიღებული. დედოფალი კამილა თეთრ, ნაქარგ კაბაში გამოჩნდა, რომელიც დიზაინერ ფიონა კლერის ეკუთვნის.

