ქეით მიდლტონის და, პიპა მიდლტონი დედა გახდა. მას და ჯეიმს მეთიუსს მეორე შვილი, გოგონა შეეძინათ. ცნობილია, რომ პატარა 15 მარტს, დილის 4 საათზე მოევლინა ქვეყანას, ის 2 კილოგრამსა და 900 გრამს იწონის. სახელი კი მას დეიდის , ქეითის საპატივცემულოდ დაარქვეს, გრეს ელიზაბეტ ჯეიმ მეთიუსი. ცნობილია, რომ ელიზაბეტი ქეითის მეორე სახელია, კეტრინ ელიზაბეტ მიდლტონი. მედია წერს, რომ სახელი პიპამ დის საპატივცემულოდ შეარჩია.
შეგახსენებთ, რომ პიპა მიდლტონი და ჯეიმს მეთიუზი 2017 წელს დაქორწინდნენ, მათ 2018 წელს ვაჟი, არტურ მაიკლ მეთიუსი შეეძინათ.