LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონის კაბა, რომელიც მას მეფის იუბილეზე ეცვა, პრინცესა დაიანას ცნობილ ანსამბლს შეადარეს

225
ქეით მიდლტონი

ქეით მიდლტონის საჯარო გამოსვლას Trooping the Colour-ის ცერემონიაზე უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. პირველ რიგში იმის გამო, რომ ეს იყო უელსის პრინცესას პირველი გამოსვლა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რადგან ის ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის, მეორეც მედიის ყურადღება მიიქცია ქეითის ანსამბლმა.

პრინცესა ბრწყინავდა საყვარელი დიზაინერის ,,ჯენი პეკჰამის” თეთრ კაბაში, რომელიც ულამაზესი შავი კანტებით იყო გაფორმებული.

ეს კაბა ექსპერტებმა პრინცესა დაიანას ცნობილ ანსამბლს შეადარეს, რომელიც მას 1985 წელს, ვაშინგტონში ვიზიტის დროს ეცვა.

ეს გახლდათ კეტრინ უოლკერის მიერ შექმნილი პიჯაკი და ქვედაბოლო, რომელიც საოცრად ჰგავდა ქეითის ანსამბლს.

ამ ლუქით დაიანა ვაშინგტონის ნაციონალურ გალერეას სტუმრობდა. ორივე ანსამბლს ასრულებდა დიდი ზომის შლაპა, რომელიც ასევე თითქმის იდენტური იყო.

საჯაროდ გამოჩენის შემდეგ, ქეით მიდლტონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

„როცა დედა გვერდით გყავს, აღარაფრის გეშინია“ – ჯორჯი, შარლოტა და ლუი ქეით მიდლტონის გვერდით ბედნიერები ჩანდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g