LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით უინსლეტმა „ტიტანიკიდან“ საკულტო კადრი წყალქვეშ გაიმეორა – ფოტოები „ავატარი“ 2-ის გადაღებებიდან

438
safe-image

ლეგენდარულმა რეჟისორმა, ჯეიმს კემერონმა „ავატარის“ მე-2 ნაწილზე მუშაობა უკვე დაასრულა. ფილმის პრემიერა 2022 წელს იგეგმება. სანამ ფილმს ვიხილავთ, ინტერნეტში გადასაღები მოედიდან კადრები პერმანენტულად ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ ფილმში ერთ-ერთ როლს ქეით უინსლეტი ასრულებს, ის წყალქვეშა ბინადრის ამპლუაში მოგვევლინება. ცოტა ხნის წინ გავრცელებულმა კადრებმა საზოგადოებას „ტიტანიკის“ კადრები გაახსენა,  ქეითი წყალქვეშ დგას და ხელები აქვს გაშლილი.

სხვათა შორის, მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ „დაივინგი“ საკმაოდ კარგად აითვისა და მას წყალქვეშ უკვე 7 წუთამდე შეუძლია სუნთქვის შეკავება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები