ქეით მიდლტონისა და მეგან მარკლის აქამდე უცნობმა ფოტოებმა მომენტალურად ააფეთქა სოციალური ქსელები. არადა ეს უცნობი გრაფიკოსების იდეაა, რომლებმაც სცადეს გადმოეცათ, როგორი იქნებოდა სამეფო ოჯახის წევრების ცხოვრება, მათ რომ საერთო ენა გამოენახათ. დაპირისპირებაში მყოფი მიდლტონისა და მარკლის მეგობრული ფოტოები, რომელიც მხოლოდ გრაფიკული ილუზიაა, ნამდვილად ძალიან ემოციურია.
გრაფიკოსებმა ქეითისა და მეგანის ის ფოტოები შეარჩიეს, სადაც ისინი ღია ფერი სამოსში არიან გამოწყობილნი.
შეგახსენებთ, რომ მეგან მარკლისა და ქეით მიდლტონის ურთიერთობა ქორწილის შემდეგ დაიძაბა, მოგვიანებით კი პრინცმა ჰარიმ მეუღლესთან ერთად სამეფო ოჯახი ოფიციალურად დატოვა.
„ჩემი მამამთილი ძალიან თბილი და საყვარელი კაცია“ – მეგან მარკლი მეფე ჩარლზზე
„კარდაშიანებზე სამარცხვინოა“ – ცნობილი წამყვანი პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ახალ სერიალზე