LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქელანი საკუთარ დაბადების დღეზე ახალ ალბომს გამოუშვებს

119
photo-collage.png (8)

ქელანი ეპონიმურ დისკს გამოუშვებს. ცნობილი გახდა, რომ არტისტი მეხუთე სტუდიურ ალბომს – Kehlani საკუთარ 31-ე დაბადების დღეზე, 24 აპრილს წარადგენს.

მომღერლის თქმით, ალბომის საკუთარ დაბადების დღეზე გამოშვება სიმბოლურია და მის კარიერაში ერთგვარ ,,წრის შეკვრას” წარმოადგენს.

ალბომში 17 სიმღერა იქნება. მასში შევა უკვე პოპულარული სინგლები: Folded, რომელმაც წელს პირველად კარიერაში ორი ,,გრემი” მოუტანა და Out the Window.

როგორც ცნობილია, ალბომში მოვისმენთ კოლაბორაციებს ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: აშერი, ბრენდი, კერი ჰილსონი და სხვა.

შემსრულებელი მომავალ მუსიკალურ პროექტს აღწერს, როგორც ყველაზე პირადულ, გულწრფელ და თავისუფალ ნამუშევარს, რომელიც მის ტრანსფორმაციასა და ზრდას ასახავს.

ცნობისთვის, ქელანის მუსიკალური კარიერა თინეიჯერული ჯგუფიდან – PopLyfe დაიწყო, რომელთან ერთადაც 2011 წელს პროექტ – America’s Got Talent-ში მე-4 ადგილი დაიკავა. 2014 წელს, ქელანიმ როგორც სოლო არტისტმა მიქსტეიპი – Cloud 19 გამოუშვა, რომლითაც კრიტიკოსების ყურადღება მიიპყრო. 2015 წლის მიქსტეიპით – You Should Be Here ის ,,გრემიზე” პირველად წარადგინეს. სადებიუტო სტუდიური ალბომი – SweetSexySavage მუსიკოსმა 2017 წელს ,,დადროფა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები