LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთა თოფურია რუსეთში „წლის სიმღერის“ ყველაზე გლამურული მონაწილე გახდა

52

გუშინ რუსეთში „წლის სიმღერის“ საახალწლო კონცერტი გაიმართა, რომელშიც ესტრადის ყველა ვარსკვლავმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყო ქეთა თოფურიაც, რომელიც მედიამ ყველაზე გლამურულ ვარსკვლავებს შორის დაასახელა. რუსული საიტები სპეციალურ გამოკითხვებსაც კი სთავაზობენ მომხმარებლებს ყველაზე გლამურული მონაწილის გამოსავლენად და მათ შორისაა თოფურიაც.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში გამართული „წლის სიმღერის“ კონცერტზე ჟურნალისტებმა მომღერლები ორ კატეგორიად დაყვეს: ეპატაჟურები და ელეგანტურები. სწორედ ელეგანტურ თეთრ კაბაში იყო გამოწყობილი ქართველი მომღერალი, რომელიც წინასაახალწლო კონცერტზე ფანტასტიურად გამოიყურებოდა. 

გამოკითხვა:

  1. ალსუ
  2. ქეთა თოფურია
  3. ანჟელიკა ვარუმი
  4. იოლკა
  5. იულია სავიჩევა
  6. ანი ლორაკი
  7. ზარა
  8. სლავა
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები