LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი დოლიძე კინოცენტრზე: დაუშვებელია, ზურგში ჩარტყმულ დანას ჰგავს – არ არის კარგი მთავრობისთვის

317
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (1)

თეატრისა და კინოს რეჟისორი ქეთი დოლიძე კინოცენტრში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ არაპროფესიონალი კადრების დანიშვნა არ შეიძლება. მისივე შეფასებით, ეს ნაბიჯი „ზურგში ჩარტყმულ დანას ჰგავს“.

„ქართული კინო დამოუკიდებელი ყოველთვის იყო, მაგრამ ბოლომდე დამოუკიდებელი ვერ იქნება, თუ არ ეყოლება სპონსორები. არაპროფესიონალები არ შეიძლება და მორჩა. არ შეიძლება ყველგან იყოს იურისტები, გამორიცხულია ეს ამბავი. იურისტი უწყებაში უნდა იყოს ერთი და ხომ არ შეიძლება მთელი საქართველო იურისტებით გაივსოს, არა?

„რეორგანიზაციის საკითხებში ჩავერთვები“ – ბაჩო ოდიშარია აცხადებს, რომ კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

„გავერკვევი, ვის რა პრობლემები აქვს, ვის რა აწუხებს და ამის გამოსწორებას ვეცდები“ - ამბობს ოდიშარია.

რაც ხდება კინოცენტრში, ეგ არის დაუშვებელი. მე მგონია, რომ ეს არ არის კარგი მთავრობისთვის, ზურგში ჩარტყმულ დანას ჰგავს”.- ამბობს ქეთი დოლიძე „ფორმულასთან“ სატელეფონო საუბარში.

ცნობისთვის, კინოცენტრის ახალმა მენეჯმენტმა მუშაობა პროტესტის ფონზე დაიწყო. ისინი დირექტორის კონკურსის გზით არჩევას და ახალი დირექტორის დანიშვნამდე რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებას ითხოვენ.

გუშინ, 13 ივნისს გახდა ცნობილი, რომ „POSTV“-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია ეროვნულ კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ოდიშარიას თქმით, ის კინოცენტრის რეორგანიზაციის საკითხებში ჩაერთვება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g